სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქ ვინიცაზე – დაიღუპა რვა ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე  სარაკეტო იერიში მიიტანეს. გარცელებული ინფორმაციით,  ბომბები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო დაიჭრა 8.

,,რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, უმიზნებს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებს. სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს თუ არა ღია ტერორისტული აქტი?
არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა.”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები