,,ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, მოკლე გზა არ არსებობს”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვებზე პასუხობს. ერთ-ერთ კითხვას, თუ რამდენად უკავშირდებოდა ამ ეტაპზე საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები, კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო.

„მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს? მოსაზრებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნულის მიღწევის ვადები საქართველოს მთავრობის ხელშია.

როგორც კი ეს პრიორიტეტები ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადადის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი. ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კანონის სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებით, ე.წ. სკრინინგის პროცესი – რათა დადგინდეს, რა განსხვავებები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია. მოლაპარაკებების დროს, საქართველომ ასევე უნდა აჩვენოს, რომ მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისია ამ კანონების აღსასრულებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები