„ქართუ ბანკის“ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება”- ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე პარლამენტის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობს ინიციატივით მიმართავს.

დოლიძის ინიციატივის მიხედვით, „ქართუ ბანკსა“ და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება.

„წინადადების მთავარი მიზანი წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვას, რომლითაც ის მართავს სახელმწიფოს. კონკრეტულად კი, „ქართუ ბანკში“ და სხვა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, რომ შეიმუშაოს კანონები და დააკმაყოფილოს ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოგვისმინონ ამ სამუშაო ჯგუფებმა, რათა დავუსაბუთოთ კვლევებითა და არგუმენტებით, თუ რატომ არის ეს წინადადება ოპტიმალური გამოსავალი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძე „დექართუიზაციას“ უწოდებს იმ მოვლენას, როდესაც ასეთ ადამიანებს ავუკრძალავთ მაღალ თანამდებობებზე მუშაობას გარკვეული პერიოდით.

,,ჩვენ ვეძახით „დექართუიზაციას“ იმ მოვლენას, როდესაც ასეთ ადამიანებს ავუკრძალავთ მაღალ თანამდებობებზე მუშაობას გარკვეული პერიოდით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში იძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ იქნება“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მსგავსი თემები