,,აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ხელისუფლება, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა უკვე წარმოადგინა და ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ახლა უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებზე არის დამოკიდებული გადადგამენ თუ არა, ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ.

„კარლ ჰარცელს ვეთანხმები, რადგან ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა. ვეთანხმები იმ ნაწილშიც, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, არჩევნებზე სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა დღეს ხელისუფლება არის ლეგიტიმური, მართავს პროცესს. შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება. ხელისუფლებამ გააღო კარი და თქვა – გიწვევთ თანამშრომლობისთვის, 11,5 ნაბიჯს რაც ჩემზეა დამოკიდებული, აღვასრულებ და დეპოლარიზაციაზე ნაბიჯი გადმოდგითო. ვინც ამ თანამშრომლობაზე წამოვა, მასთან ერთად მივაღწევთ დეპოლარიზაციას. აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება. ეს ჩვენს ძალებს აღემატება. შეგვიძლია, კარი გავხსნათ და მათ თანამშრომლობისკენ მოვუწოდოთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები