,,ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე”- კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით მოქალქეების კითხვებს პასუხობს. კითხვაზე თუ, რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მთავრობის მხრიდან 12 პირობის შესრულება, ელჩი პასუხობს: ,,ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში – როგორც რამოდენიმე გამოკითხვამ აჩვენა – მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ, პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ იმისთვის,…

მეტი...

,,რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს”- 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც  უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან უკრაინის ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. მათივე განცხადებით, სასამართლოს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნდამენტური ფუნქცია დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობის კუთხით. ,,ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს უკრაინის განცხადებას, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად. გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ქვეყნები კიდევ…

მეტი...

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მხარდაჭერას ადასტურებს

მიმდინარე წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ, – აღნიშნულ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი  – ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი  – იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი – 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. „კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი…

მეტი...

ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო. მისი თქმით, კანადა  განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. „სანქციები მიმართულია პუტინისა და მისი თანაშემწეების მიმართ და არ არის განკუთვნილი ჩვენი მოკავშირეებისა და მათი მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ტრუდომ. ცნობისთვის, მილსადენის ტურბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოწვეული პრობლემების გამო, რუსეთმა გასულ კვირას ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა და მიზეზად ტურბინის არქონა დაასახელა. კანადამ კი გერმანიისთვის „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის გაზსადენის შეკეთებული ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.  

მეტი...

,,ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა, ეს გულისხმობს საქართველოსაც”- ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა,” – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა. სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც…

მეტი...

სარაკეტო თავდასხმა დონეცკზე – დაიღუპა სამი ადამიანი

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 13 ივლისს რუსებმა დონბასში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 1 ნიკოლაევკაში. კიდევ 5 ადამიანი დაშავდა”, – განაცხადა კირილენკომ.

მეტი...

,,არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს”- სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სრულ ძალაუფლებას არ იყენებს. ზურაბიშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ორი წელია  პოლიტიკიდან დისტანცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ,,დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს თუ არა გარკვეულ ძალაუფლებას? ალბათ, ვიტყოდი, რომ კი. იყენებს სრულ ძალაუფლებას? ალბათ, ვიტყოდი, რომ არა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი წელია ის პოლიტიკიდან დისტანცირებულია, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,ევროკავშირმა მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე”- ჯოზეფ ბორელი

,,ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად დისლოცირებადი და თავსებადი ძალები, რომლებიც მზად არიან მოაგვარონ საფრთხეებისა და რისკების სრული სპექტრი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა ახლა უფრო მეტი იარაღს უნდა იძენდეს. „ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ შემუშავებასა და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიკარგება“, – განაცხადა ჯოზეფ…

მეტი...

 გერმანიაში, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, გერმანიაში, ქალაქ ბრემენში  ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი წყალში იპოვეს. მედიის ცნობით, გარდაცვლილ ველო გურჩიანს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, ღრმავდება ეჭვები, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა ივანიშვილისგან”- ირაკლი

,,ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, მაშინ ღრმავდება ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან. რაღაც კონკრეტულს სთხოვენ მას,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. „თუ ასეთი რამ თეორიულად მოხდა, მაშინ გამოდის, რომ ამ კაცისგან ვიღაცას მართლა რაღაც კონკრეტული უნდა. რა შეიძლება უნდოდეთ, ამას შეგნებულად არ ვიტყვი დღეს, მაგრამ საზოგადოება დაახლოებით მიხვდება, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად…

მეტი...

,,ეს რთული დღეები გაივლის და ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და შემართებული”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას „ჩამოქცეული ცა“ უმასპინძლა. გამოფენის მიზანი ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, თავად ხელოვანების მხრიდან კი, ეს ომის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი მანიფესტია. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი, შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენა და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს. ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია. განაცხადია…

მეტი...

,,საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში”- იენს სტოლტენბერგი

როგორც, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დაეხმარონ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. მისივე თქმით,  ახალ წევრთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს ნატო-ს ყველა წევრის თანხმობას. ,,არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და…

მეტი...

ანტონიო გუტერეში თურქეთში მიღწეული ოთხმხრივი შეხვედრით კმაყოფილია

თურქეთში, უკრაინული ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით გაეროს გენერალური მდივანი კმაყოფილია. როგორც ანტონიო გუტერეში აცხადებს, ეს არის სხივი, რომელიც ჩაბნელებულ მსოფლიოში გამოჩნდა. „იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ მსოფლიოში. სტამბულში ჩვენ ვნახეთ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის გავლით უკრაინული სასურსათო პროდუქტის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მივესალმები ყველას ერთგულებას, ვინც მუშაობს ჩვენი საერთო კაცობრიობისთვის შეთანხმების მიღწევაზე“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეკრებილი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტონობით ხორბალს, რომელიც რუსეთს ნავსადგურებში აქვს ბლოკირებული, ნავსადგურებიდან გამოიტანენ. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე შეთანხმება შედგა

მეტი...

უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე შეთანხმება შედგა

რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ უკრანული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმება მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულს ეხება, რომელიც რუსეთის გამო შავი ზღვის ნავსადგურებშია ჩარჩენილი და რუსეთი გატანის უფლებას არ იძლევა. როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ოთხმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმება მოხდა. ნავსადგურის კონტროლში კი ოთხივე მხარე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში რუსეთი და უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. უკრაინაში ომის გამო კი მსოფლიოში მარცვლეულზე დეფიციტი შეიქმნა და შიმშილის საფრთხეც კი დადგა.

მეტი...