უმკაცრესი სასჯელი ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის

სასამართლოს პირველ ინსტანციაში დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმეზე, რომელიც ანასტასია შატალოვას მკვლელობას ეხება. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში გინება, შეურაცხყოფა და მოსამართლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა მოჰყვა.

ბრალდებულმა ბექა ლატარიამ, რომელსაც სასამართლომ 17 წელი მიუსაჯა, მოსამართლეს სასამართლოს დარბაზში აგინა და დაემუქრა, რო მასაც იგივე უწერია, რაც შატალოვას.

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული  ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ მკვლელობის ნაწილში ლატარიას  მაქსიმალური სასჯელი 17 წელი მიესაჯა, 3 წელი კი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა. ბიძინა ხასიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან რაჯავის კი პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაადგინა, რომ ანასტასია შატალოვა მოკლულია ჯგუფურად, ბექა ლატარიასა და ბიძინა ხასიას მიერ, შესაბამისად მიუსაჯა უმკაცრესი სასჯელი, რაც იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ბიძინა ხასია ასევე ცნობილი იყო დამნაშავედ პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმაში და აქაც მიუსაჯა შესაბამისი სასჯელი.

გამართლდნენ ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში თუმცა მოვისმენთ განაჩენის დასაბუთებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეში ბათუმის ვიცე-მერის, მოკლულის ყოფილი მეუღლის, ზურაბ ბერიძის საკითხს, რომელსაც მოკლულის ოჯახი მკვლელობის შემკვეთად ასახელებდა, ვეფხვაძის განცხადებით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია შატალოვა თბილისში საკუთარ სახლთან მოკლეს.

მსგავსი თემები