,,უკრაინა საინფორმაციო ომს იგებს”- დმიტრო კულება

,,უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე, რათა მსოფლიოს ავუხსნათ, რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას ინფორმაციით, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა, რაც დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი გუნდისთვის.

,,ჩვენ დავითვალეთ რეაქციების რაოდენობა, ამ საიტების გაშუქება და ეს შთამბეჭდავია. ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში, Ukraine.ua-მ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი მხოლოდ ივნისში, რაც მაისთან შედარებით 21%-ით მეტია. ომის გამო გადაღლილობის მიუხედავად, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება. უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე, ასევე, გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ავუხსნათ, რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რუსულ ტყუილს დაიჯერებს, მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. ეს დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი გუნდისთვის”,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები