,,ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა”- იაგო ხვიჩია

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება. მისი თქმით, ვადის გადაწევა არის დასავლეთისა და ევროპის რეაქცია „ქართული ოცნების“ იმ ღონისძიებებსა და ქმედებებზე, რომელიც ევროპელების რეკომენდაციების შესასრულებლად დასახელდა.

„ევროპელებმა ამით გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ის, რისი გაკეთებაც ექვს თვეში შეიძლებოდა, ამ გადაწყვეტილებით, მისი ვადა სულ მცირე ერთი წლით გაიზარდა. მგონია, რომ ეს არის მინიშნება, რომ თუ ასე გავაგრძელებთ დაუსრულებლად, შეიძლება, ეს ვადები გაიზარდოს. სინამდვილეში, ამ ვადის გადატანით ჩვენს მიზნებზე უარი მივიღეთ. ოპოზიციას თავის გაჭირვება ეყოფა, მათზე ჩემი პოზიცია იცით, მაგრამ ის, რაც ხდება, სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და ეს სხვისი ვერ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები