ნიტრატები და ნიტრიტები საზამთროსა და ნესვში – ეკოტოქსიკოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

ეკოტოქსიკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ სეზონური ხილის დაბინძურებაზე „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შესამჩნევია საზამთროსა და ნესვში.

„თავად სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სეზონურ ხილში, როგორიც არის საზამთრო და ნესვი, აღმოჩნდა ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია. საუბარია იმაზე, რომ  3-4 ჯერ იყო ნორმას გადაჭარბებული, რაც თავისთავად პრობლემას ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ნიტრატები და ნიტრიტები არის ის ნივთიერება, რომელიც ბავშვებშიც და მოზრდილებშიც იწვევს ანემიას. ამის შედეგად კი თავს იჩენენ მეორადი დაავადებები. ვინაიდან ჰემოგლობინთან მყარ ბმას იწვევს“ – აღნიშნა ხათუნა ახალაიამ მედიაცენტრ მთავართან.“

ეკოტოქსიკოლოგის შეფასებით,  მთავარია, მსგავსი პროდუქტების შეძენა მოხდეს ცივილურ გარემოში და არა ღია სივრცეებში, ქუჩაში.

„საშიშია ამ ნივთიერების მიღება.  კვლევა ბუნებრივია ყველა წერტილს არ მოიცავს. ქსელები უფრო დაცულია ამ მხრივ, რადგანაც იქ ხდება პროდუქციის კონტროლი. ქუჩაში კი ეს პრობლემა უფრო მასშტაბურია. უმჯობესია ორგანიზებულ სავაჭრო ქსელებში მსგავსი პროდუქტების შესყიდვა. გარდა ნიტარტებისა, საზამთროსა და ნესვის არასანიტარულ, ქუჩაში, ღია წესით ყიდვის შემთხვევაში, ხშირია მისი მეორადი დაბინძურებაც. ვგულისხმობ მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას.

მთავარი რეკომენდაციაა, მომხმარებლებმა მიაქციონ ყურადღება სად ყიდულობენ პროდუქტს.  უმჯობესია პროდუქციის ყიდვა მოხდეს მოწესრიგებულ ქსელებში და მერეა – სისტემატიური კონტროლი და  ფერმერების დონეზე ცნობიერების გაზრდა“ – აღნიშნა ეკოტოქსიკოლოგმამედიაცენტრ მთავართან“.   

 

მსგავსი თემები