,,არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, არ სურს ქვეყნის ნაწილის გაყიდვა „გაზპრომთან“ უფრო მომგებიანი, მაგრამ მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ. მისი თქმით,მოლდოვა, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, უნდა მოემზადოს რთული ზამთრისთვის.

„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა“, – განაცხადა მაია სანდუმ.

სანდუს თქმით, მთავრობა მუშაობს კომპენსაციის მექანიზმზე.

„ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ რთული ზამთრისთვის. ეს ნიშნავს, რომ შეძლებისდაგვარად უნდა მოვახდინოთ სახლების იზოლირება სითბოს დაკარგვის შესამცირებლად, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი პრობლემა. მთავრობა მუშაობს კომპენსაციის მექანიზმზე: შეიქმნება ფონდი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებსაც ეს დახმარება ესაჭიროებათ“, – განაცხადა სანდუმ.

 

მსგავსი თემები