სოზარ სუბარი კელი დეგნანს მიმართავს

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი კიდევ ერთხელ მიმართავს დამატებითი კითხვით, საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს. ამჯერად, საქმე ეხება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს.

სუბარის თქმით, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადების საუძველზე, ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა , მართლა ჰქონოდა ადგილი არაფორმალურ სანქციას ლაშა ჩხიკვაძის მიმართ.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ დამატებითი კითხვით საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს, თუ ადგილი ჰქონდა, ვისგან მოდიოდა, ხომ არ მოდიოდა ეს პირადად საელჩოდან, ელჩი დეგნანისგან, თუ ეს ყველაფერი ტყუილია, არანაირი საფუძველი ამ ეჭვებს არ აქვს და იყო მართლა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც საბუთების მოწესრიგება ვერ მოგვარდა. ეს მეორე ვარიანტი, რომლის შესაძლებლობაც დაუშვა ბატონმა გვრიტიშვილმა. ეს არის კითხვა, რომელზეც ვფიქრობ პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, რადგან საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე არის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ევროკავშირთან ინტეგრაცია არის ჩვენი უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანი და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ხომ არ არიან ეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება, გარკვეულწილად სცდებიან თავის უფლებამოსილებას და შეიძლება, ბოროტად იყენებდნენ ამ უფლებამოსილების ფარგლებს, რაც შეიძლება გამოიხატოს არაფორმალურ სანქციებშიც. ჯერჯერობით მსგავსი ვარაუდის გამოთქმას მოვერიდები, რადგანაც გაჩნდა ეჭვები და კითხვები, სწორედ ამ ვარაუდების, ამ ეჭვების გაქარწყლება იქნება ყველაზე მეტად რაც გამახარებს პირადად მე და ამის გაქარწყლება ნამდვილად შეუძლია ქალბატონ კელი დეგნანს ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პასუხით, რომელიც მჭირდება არა მე, ან ვინმე სხვას, არამედ სჭირდება ქართულ საზოგადებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები