,,ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, საქართველოს მოღალატეა”- გიორგი ვაშაძე

,,ის, ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, საქართველოს მოღალატეა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის „ქართულ ოცნებას” ურჩევს, მაგალითი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან აიღონ, რომლებმაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მრავალი მილიარდი მიიღეს.

„ქართულ ოცნებას” ვურჩევ, თვალის მოსკოვისკენ ცეცების ნაცვლად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გაიხედონ, რომლებიც საქართველოს მსგავსად საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. მათი დამოუკიდებლობაც რუსული იმპერიის მიერ იყო მიტაცებული. როგორც კი ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები გახდნენ, მრავალი მილიარდი მიიღეს, რომ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემით გაგრძელებული და ტექნოლოგიებით და ეკონომიკის სხვა დარგებით დამთავრებული მაქსიმალურად სწრაფად ამოექაჩათ განვითარების დონე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასწეოდნენ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები