„ცივი ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“ – იენს სტოლტენბერგი

“უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის შეფასებით,  ნატო-ს მოკავშირეები საერთო დაფინანსების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, აღმოსავლეთ ნაწილში ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-მდე იზრდება.

„ცივი ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“, – ასეთია იენს სტოლტენბერგის შეფასება შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და უკრაინას შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს.

 

მსგავსი თემები