უკრაინამ „აზოვსტალელი მებრძოლები“ დაიბრუნა

აზოვსტლელი მებრძოლები“ რომლებიც რუსეთს ტყვედ ჰყავდა აყვანილი,  უკრაინაში დაბრუნდნენ. ისინი ტყვეთა გაცვლის ფორმატით დაუბრუნდნენ ქვეყანას.

„განხორციელდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 პირიდან – 95 „აზოვსტალის“ დამცველია, მათ შორის არის „აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

დამატებითი ინფორმაცია, რა თანაფარდობით მოხდა ტყვეთა გაცვლა, არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინელ მებრძოლებს ტრიბუნალით გასამართლებას უპირებდა და სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა.

 

მსგავსი თემები