სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცებს სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აბ­რუ­ებ­და და ძარ­ცვავ­და

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს 47 წლის ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცებს, რომ­ლებ­თა­ნაც დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და, სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აბ­რუ­ებ­და და ძარ­ცვავ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, ბრალდებული  ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის საფუძველზე, მო­ხუ­ცებ­თან  დამ­ხმა­რედ მუშაობას იწყებდა, შემ­დეგ მათ საკ­ვებ­სა და სას­მელ­ში სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბებს უყ­რი­და, რის შემდეგაც სახ­ლე­ბი­დან ფულს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას იპარავდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლის ჩხრე­კი­სას, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, აბე­ბი, თან­ხა და დანა ამოიღეს.

 

მსგავსი თემები