,,პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს”- ბორის ჯონსონი

,,ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე უკრაინაში არაპროვოცირებული, უკანონო შეჭრის შედეგად. სრულიად არასწორი აღმოჩნდა,”- ამის შესახებ  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი სამიტი ბევრი მნიშვნელობით არის ისტორიული, რადგან ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოსთვის.

„დღევანდელი სამიტიდან პირველი გაკვეთილი არის, რომ ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე უკრაინაში არაპროვოცირებული, უკანონო შეჭრის შედეგად. სრულიად არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს. ბევრი მნიშვნელობით, ეს არის ისტორიული სამიტი. ჩვენ ვიღებთ ორ ახალ წევრს, ფინეთს და შვედეთს, რომლებიც წევრიანდებიან ალიანსში. ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს. ასევე ჩვენ გვჭირდება, ვიფიქროთ გასული თვეების გაკვეთილებზე და ნატო-ს საჭიროებაზე, რომ გადახედოს პოზიციას მის აღმოსავლეთ საზღვარზე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი თემები