,,სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად”- მიხეილ სარჯველაძე

,,განსხვავებული შეხედულებები რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით არ მგონია აიხსნებოდეს იმით, რომ თითქოს ვინმემ ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას აპირებს ქვეყანაში,”- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ,,ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლას.

მისი თქმით, წასული დეპუტატებისგან, შესაძლოა ვიხილოთ ოდნავ განსხვავებული რიტორიკა სამომავლოდ, რომელსაც “ქართული ოცნება”  მხარს არ დაუჭერს.

,,სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად და განსხვავებული შეხედულებები რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით არ მგონია აიხსნებოდეს იმით, რომ თითქოს ვინმემ ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას აპირებს ქვეყანაში. მთავარი შინაარსი, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილება, არის მარტივად ახსნადი, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ არაორდინალურია. როცა პოლარიზების შემცირება არის მთავარი ამოცანა პოლიტიკური აქტორებისა, ასეთ ფონზე შეიძლება მეტი თავშეკავება გვმართებდეს რიტორიკაში, განცხადებებში, მსჯელობაში ყველა პოლიტიკოსს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება არსებობდეს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა უფრო მეტად ინფორმირება, უფრო გახსნილი დისკუსია შეიძლება იყოს დილემატური, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ამ ხაზის და მიმართულების არჩევანთან გვაქვს საქმე სამი ჩემი კოლეგის მხრიდან და შესაბამისად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პატივისცემითა და გაგებით უნდა შევეგებოთ. ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას სამომავლოდ, ეს არ იქნა “ქართული ოცნების” მხრიდან მხარდაჭერილი, რადგან ვფიქრობთ, გაცილებით თავშეკავებულები უნდა ვიყოთ რიტორიკაში,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

მსგავსი თემები