,,სამხედრო ქმედებები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე წარმოადგენს სუვერენიტეტის დარღვევას“- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მოუწოდებს თურქ პარტნიორებს სირიის ჩრდილოეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.

ზახაროვს თქმით, სამხედრო ქმედებები სირიის თანხმობის გარეშე, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომელმაც შეიძლება, დაძაბულობის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სამხედრო ქმედებები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე წარმოადგენს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მსგავსი თემები