,,ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

,,ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების ხელში აღება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის.

,,ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ეს მოთხოვნა ქვეყნის საჭიროებას რამდენად ესადაგება? – კონსტიტუციურად დასაშვებიც რომ იყოს, ქვეყანაში ასეთი მოდელით პოლიტიკის განვითარება რამდენად გამართლებული იქნება? როცა სახელმწიფოს რეფორმების გატარებისთვის ექვსი თვე აქვს დარჩენილი და საზოგადოებას ასე დრამატულ სცენარებს სთავაზობ, ეს შეიძლება, თავად სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს. არანაირი არგუმენტი არ არის ერთის გარდა, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, არამედ მათსავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების ხელში აღება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები