,,ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს”- ოლენა ზელენსკა

,,ძალიან რთულია 5 თვის გატარება, ჩვენ უნდა დავზოგოთ ჩვენი ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს”,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ,,CNN”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკას განცხადებით, უკრაინელების ტანჯვას დასასრული არ უჩანს.

შეგახსენებთ, ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბულია და ბრძოლები გრძელდება.ოკუპანტებმა  სარაკეტო  თავდასხმა განახორციელეს სავაჭრო ცენტრზე, სადაც სულ მცირე 1000 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა,  ათობით პირი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მსგავსი თემები