,,გვსურს მეტი თავდაცვა, რათა ვიყოთ ბევრად ეფექტური და გვქონდეს მეტი შესაძლებლობები“- შარლ მიშელი 

,,უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს და ასევე გავაძლიერებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა განახორციელოს მისი პრიორიტეტები,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა.

მიშელის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ს აქვს საერთო ღირებულებები და მიზნები, შესაბამისად რაც კარგია ევროკავშირისთვის და ასევე კარგია ნატო-სთან თანამშრომლობისთვის.

„ეს სამიტი არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილება შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა გამოვხატოთ ძალიან მტკიცე და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს და ასევე გავაძლიერებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა განახორციელოს მისი პრიორიტეტები. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა არ არის ახალი, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები და ეს მართალია, რომ ამ ომის გამო ჩვენი ერთად მუშაობა, ჩვენი თანამშრომლობა არის შესამჩნევი. გეტყვით ერთ მაგალითს, ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში, ევროკავშირმა, მისი წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მოახდინა სახსრების მობილიზება, რათა უკრაინისთვის აღმოეჩინა დახმარება მცირე სამხედრო აღჭურვილობით და რამდენიმე საათში მცირე სამხედრო აღჭურვილობა უკვე გაიგზავნა უკრაინაში. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ევროპულ თავდაცვაზე და ამ მიმართულებით მივაღწიეთ პროგრესს, რაც კარგია ევროკავშირისთვის და ასევე კარგია ნატო-სთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი გეგმავს თავდაცვის ხარჯების 200 მილიარდი ევროთი გაზრდას.

,,ჩვენ გავზრდით თავდაცვის ხარჯებს, ჩვენ გადავწყვიტეთ თავდაცვის ხარჯების 200 მილიარდი ევროთი გაზრდა, ჩვენ გვსურს მეტი თავდაცვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვსურს შევამციროთ ფრაგმენტაციის დონე, რათა ვიყოთ ბევრად ეფექტური და გვქონდეს მეტი შესაძლებლობები“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები