,,მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება”- ხატია დეკანოიძე

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეიწყალოს ნიკა გვარამია. მისი თქმით, საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი.

,,ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – მოვუწოდებ მას ჩვენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და სურს ევროინტეგრაცია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება 24 ივნისამდე,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები