,,ფეიკს ავრცელებენ, ეს არის შეტევა საქართველოზე”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე  ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მდინარაძის შეფასებით, ხორციელდება საქართველოზე შეტევა და ცდილობენ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები .

,,როდესაც ერთი თვის თავზე ევროპელი ჩვენი კოლეგები, ათზე მეტი, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას რომელიც საქართველოში არის და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა მხოლოდ რაღაც ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. რაც შეეხება იმ კითხვას, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება, მაგალითად, შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე, მხოლოდ საუბრობენ იმ ფეიკებზე, რაც თვითონ მოიგონეს თითქოს ის ავტომანქანის გამოა დაკავებული და ა.შ.

სინამდვილეში შეიცვალა ერთადერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები