,,ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს”- მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს. მისი თქმით, ევროპულ მხარდაჭერას მხოლოდ ქართველი ხალხი იმსახურებს.

„საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, „ოცნება” ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა, ერთადერთი, ვინც მხარდაჭერას იმსახურებს, ეს ქართველი ხალხია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ მხარდაჭერას მივიღებთ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მკაცრი და კონკრეტული ვალდებულებები ექნება შესასრულებელი”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები