რუსეთი მზადყოფნას გამოხატავს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დარეგულირების საკითხებში ჩაერთოს

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მათ შეუძლიათ წარადგინონ კარტოგრაფიული მასალები, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაციას ეხება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, მესამე მხარე, რუსეთის სახით, პროცესში სიამოვნებით ჩაერთვება.

„მოხარული ვართ, რომ ჩატარდა პირველი შეხვედრა საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების შესახებ. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია მოსკოვში. მზად ვართ, კონსულტაციებით დახმარება გავუწიოთ მხარეებს, მათ შორის წარვადგინოთ კარტოგრაფიული მასალაც“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები