„რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების ერთადერთი გზა შეიარაღების ქონაა.

„რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას. დაშინებით, დამცირებითა და ძარცვით. ერთადერთი ენა, რომლისაც რუსეთს ესმის, არის ძალის ენა. მათი უდიდესი შიში ჩვენი ერთიანობაა. გამარჯვების ერთადერთი გზა შეიარაღების ქონაა. კარგს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები