,,ჩემი რჩევა იქნება, საქართველო შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას”- უკრიკ ტიდესტრომი

საქართველოში შვედეთის ელჩის, უკრიკ ტიდესტრომის განცხადებით, ევროინტეგრაცია არის ხანგრძლივი პროცესი და ამ გზაზე, საქართველო უნდა შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას. მისი თქმით, საქართველომ მტკიცედ უნდა დაიცვას ევროკავშირის საერთო ღირებულებები.

„როგორც იცით, ძალიან მალე ჩვენ ველოდებით დასკვნას ევროპული კომისიისგან, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს არ მსურს სპეკულირება შედეგებთან დაკავშირებით. ის, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, არის, რომ: პირველი, ევროინტეგრაცია არის ხანგრძლივი პროცესი, მეორე, რას მოიმოქმედებს საქართველო ამ ხანგრძლივი პროცესის დროს. ჩემი, როგორც მტკიცე მეგობრის რჩევა იქნება, რომ საქართველო შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას ზოგადად და ევროინტეგრაციის გარშემო და შემდეგ მტკიცედ დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები წარმოადგენს ევროკავშირისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველს, ასევე, საქართველოს ვურჩევ, რეფორმების დღის წესრიგის გაფართოებასა და დაჩქარებას. შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების მხარდაჭერას, რადგან რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ,“- განაცხადა შვედეთი ელჩმა.

მსგავსი თემები