ტერმინები – მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა იცვლება

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება. კერძოდ, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:

  • რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
  • ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
  • თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსშიც. ცვლილების თანახმად,  საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება – მარტოხელა მშობელი, ნაცვლად – მარტოხელა დედისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით – 84 ხმით, ერთხმად მიიღო, 2022 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

 

მსგავსი თემები