,,ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება” – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

,,სწორედ ასეთი ზეწოლა გამოიწვევს გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღე რჩება დაგაწყვეტილების მიღებამდე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მართლმსაჯულების პრობლემა, ზეწოლა მედიაზე და რეფორმების ჩაგდება, დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება და ეს ნათელი გზავნილებია პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ევროპელ კოლეგებში უპრეცენტო ერთსულოვნებაა. ყველაზე კრიტიკულები სწორედ “ქართული ოცნების” ევროპელი პარტნიორები არიან თავის შეფასებებში. „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეს გზავნილი არის შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და დემოკრატიული რეფორმების გატარება,”- აღნიშნა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები