„კობახიძეს ჭკუა არ მოეკითხება, მას დახმარება სჭირდება“ – სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დახმარება სჭირდება. მისი შეფასებით, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ეს ცხადია.

„ვფიქრობ, კობახიძეს ადამიანურად, დახმარება სჭირდება. იმდენად არაადეკვატურია მისი განცხადებები, ერთი მეორეზე საოცარ განცხადებებს აკეთებს, რომ რაღაც პრობლემაა. მან ისიც განაცხადა, რომ შეცდომა იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის შეტანა, რომ, თითქოს, განაცხადის შეტანა აიძულეს „ქართულ ოცნებას“. შემდეგ ამბობს რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს და ევროპარლამენტი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს. ამ გზავნილების ფონზე ერთი რამის თქმა შეიძლება – კობახიძეს და დანარჩენებს ჭკუა არ მოეკითხება“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები