გერმანია კომპანიებს უფლებას აძლევს, რუსეთისგან გაზი რუბლში შეიძინონ

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ, რუსეთისგან გაზი რუსულ რუბლში შეიძინონ. გერმანიასთან ერთად, მსგავსი გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამაც მიიღო. კერძოდ, კომპანიებს ნება დართო, საბანკო ანგარიშები რუსულ რუბლში გახსნან.

ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეუძლიათ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე განახორციელონ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნებმა რუსული გაზის მისაღებად ანგარიშები რუსულ ბანკში რუბლზე უნდა გახსნან და სწორედ რუბლებში ივაჭრონ. პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა რუბლით ვაჭრობაზე უარი განაცხადებს, რის გამოც, მათ რუსული გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ.

 

მსგავსი თემები