„ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს“ – გიორგი კეკელძე გადაარჩინეს, კარგადაა

გიორგი კეკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გიორგი კლინიკაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სოიციდის მცდელობამდე კი მან სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ყველას დაემშვიდობა.

“წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი. ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა.

ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს.

ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.

ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.

მარად თქვენი“ – დაწერა გიორგი.

აღნიშნულ წერილს  ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. ყველა წუხდა გიორგის მდგომარეობით. ღვთის წყალობით, მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.

 

 

მსგავსი თემები