„გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის“ – ევროკავშირი რუსულ გაზზე

ევროკავშირი რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას 2027 წლისთვის გეგმავს. როგორც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ოპერატიულად ვერ გამოვა.

„რუსეთი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში, მასზე ჩვენი მოხმარების 40% მოდის. გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის. რუსეთიდან შემოტანილი გაზისა და ნავთობის უმეტესი წილი ჩანაცვლდება განახლებადი წყაროებით, ენერგოეფექტურობით და ენერგიის დაზოგვით.  ევროკავშირმა უნდა გაზარდოს იმპორტი არარუსული წყაროებიდან“, – აცხადებს ბორელი.

 

მსგავსი თემები