უკრაინული  მხარე საქართველოს „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგში მოიაზრებს

„სამწუხაროა, რომ ამ სიაშია მეგობარი ქვეყანა, როგორიცაა საქართველო“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სანქცირებულ ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მისი შეფასებით, საქართველო იმ „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ.

„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სერიოზული სანქციების მიღება, მაგრამ ყოველთვის არიან ქვეყნები, რომლებიც მათ დახმარებას ცდილობენ.   შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ზოგიერთი კომპანია, ინდივიდი სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რისკავენ. არ არის სამართლიანი, როდესაც სანქციებზე გვერდის ავლით ვიღაცები ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს არის ზოგიერთი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სიაშია მეგობარი ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, რომელიც „შავ სიაშია.“ დარწმუნებული ვარ, სანქციების პაკეტები ევროკავშირისგან და დიდი ბრიტანეთისგან, გაიზრდება. თუ საუბარს დავიწყებთ ისეთ ქვეყანაზე, როგორიც მაგალითად საქართველოა, ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც “გაზპრომის” აქციონერია, არსებობს დიდი რისკი, რომ რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდებაში არიან ჩართულნი”, – განაცხადა ერმაკმა.

 

მსგავსი თემები