რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტს და 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრაძალა

ჯო ბაიდენი და შტატები 963 მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მათ სანქციები დაუწესეს. „შავ სიაში“ მოხვდა აშშ-ის სხვა, უმაღლესი თანამდებობის პირები.

რუსეთის სანქციები ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნსი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და სხვა პირებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები