ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდიან დახმარებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

სენატმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 2 დღის უკან დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის ბიუჯეტიდან 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ზომების საწინააღმდეგოდ.

თანხების გამოყოფა კი ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან და სხვა ფონდებიდან გამოიყოფა.

​სენატში აღნიშნული საქმის დამტკიცება იმიტომ შეყოვნდა, რომ მას „რესპუბლიკელმა“ წევრმა მხარი არ დაიჭირა და სპეციალური მაკონტროლებელი რგოლის შექმნა მოითხოვა.

მსგავსი თემები