„აზოვსტალი“ თავისუფალია – 2 000-ზე მებრძოლები რუსეთმა დაატყვევა და საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანა

ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის ფოლადი ქარხანა“ უკრაინელი მებრძოლებისგან გათავისუფლდა. რუსეთმა მიზანს მიაღწია. ყველა მებრძოლი დაატყვევა და მის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა.

„აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკიმ  ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ფოტოები გამოაქვეყნა.

„სულ ესაა. „აზოვსტალო“, გმადლობ თავშესაფრისთვის – ჩემი სიკვდილისა და ჩემი სიცოცხლის ადგილი”, – წერს ფოტოგრაფი.

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია “სრულიად გათავისუფლდა”.

რა ბედი ელით ტყვეებს, უცნობია. არსებული ინფორმაციით, მათ გაასამართლებენ და სათანადოდ დასჯიან.

მსგავსი თემები