პორტუგალია უკრაინას 250 მილიონი ევროთი ეხმარება

პორტუგალია უკრაინის დასახმარებლად მორიგ პაკეტს ავრცელებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია 250 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრემიერთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერა.

“უკრაინამ პირველი ტრანში, 100 მილიონ ევრომდე, უკვე წელს უნდა მიიღოს. ეს დაეხმარება უკრაინას ომის დროს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გამარჯვების შემდეგ უფრო სწრაფად აღდგენაში. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის” – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა განადგურებული და მიწასთან გასწორებული ქალაქი ირპინიც დაათვალიერა.

 

მსგავსი თემები