ახალშობილი ტყუპები კორონავირუსმა იმსხვერპლა

ტყუპები, რომელთა დედაც ვირუსით იყო ინფიცირებული და მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში რჩებოდნენ. ისინი 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ და მას შემდეგ  კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, თუმცა, დედის მსგავსად, მათი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.  

„ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – განაცხადა კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ქალმა აგვისტოში იმშობიარა და ის კოვიდდადებითი იყო. .

მსგავსი თემები