თბილისში, დადიანის ქუჩაზე ავარიის შედეგად ექვსი ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ავარია მოხდა. შედეგად ექვსი ავტომობილი დაზიანდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

მსგავსი თემები