ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკის მიმართულებით უკვე გაფრინდა. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი აქცენტს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე გააკეთებს.

წლევანდელი დებატების ძირითადი თემა კორონავირუსის ფონზე ქვეყნების გამძლეობის გაზრდაა.

დისკუსია ოფიციალურად ხვალ იხსნება. სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო და განათლების მინისტრები.

მსგავსი თემები