„აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია“ –  კახა კალაძე ფარული მიყურადების ფაილებზე

თბილისის მერის – კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და აუცილებლად უნდა მოუსმინონ იმას, ვინც მოსასმენია და ვისი მოსმენაც საჭიროა.

„ობიექტური გამოძიება დაწყებულია. დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც”, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 58 000 ფაილზე, რომელიც თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება. ფაილების დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხება.

მსგავსი თემები