საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 151-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 595 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 147 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 690 პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები