თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

თბილისის რკინიგზის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები