იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

იაპონიის პრემიერმინისტრ, ფუმიო კიშიდას ინფორმაციით, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს.

სანქციებს შორისაა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა, რუსეთის ფედერაციის კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვა  და საქონლის მიყიდვის აკრძალვა თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 90 ორგანიზაციისთვის.

კიშიდას თქმით, ისეთი უწყებები, როგორიცაა მაგალითად გაეროს უშიშროების საბჭო, საკმარისად ვერ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას.

მსგავსი თემები