საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 959-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 663 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 19 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

მეტი...

აშშ-ის საელჩოს განცხადება, პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით

19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს და მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ შეთანხმება, ყველა მხრისგან, რთულ კომპრომისებს მოითხოვდა. უპირველეს ყოვლისა, იგი პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას მოითხოვდა, ქართველი ხალხის მიმართ, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად. „მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვთავაზობთ…

მეტი...

ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო “ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციამ რამდენიმე წევრი გარიცხა

“ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის განცხადებით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება –…

მეტი...

“თუ მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ენმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს” – ლევან ხაბეიშვილი

რატომ არ მოწერა ხელი “ნაციონალური მოძრაობამ” შეთანხმებას – კონკრეტული ფაქტორებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტის საპასუხოდ წერს: “1. მელია ციხეშია და შეთანხმება არ მიგვაჩნია სწორად. 20 ივნისის ამნისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები. პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. “პოსლეზე” მოწერა არ მიგვაჩნია სწორად. ამნისტიით და გირაოთი გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს – ანუ, რომ არ ეთანხმება. ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე მოხდა, რომ მელია უპირობოდ გათავისუფლდა მაშინ რა გამოვა…

მეტი...

„პოსლეზე“ მოწერა არ მიგვაჩნია სწორად” – ხაბეიშვილი ვაშაძეს

„ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს…“, – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში, სადაც „ნაცმოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა: „1. მელია ციხეშია და შეთანხმება არ მიგვაჩნია სწორად. 20 ივნისის ამინისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები. პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. „პოსლეზე“ მოწერა არ მიგვაჩნია სწორად. ამინისტიით და გირაოთ გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს – ანუ რომ არ ეთანხმება. ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე…

მეტი...