საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 959-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 663 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები