ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო “ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციამ რამდენიმე წევრი გარიცხა

“ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის განცხადებით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან!” – აღნიშნულია “ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები