“გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება”- ჩაკვეტაძე

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ბუდუ ზივზივაძის შემდეგ კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – წერს ჩაკვეტაძე

“არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”- ბუდუ ზივზივაძე

 

მსგავსი თემები