საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდებიან და განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ.
“თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!”, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
“არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”- ბუდუ ზივზივაძე